მოსკოვის ოლქში თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი პილოტი დაიღუპა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნოდა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საცდელ ფრენას ახორციელებდა. ჩამოვარდნილი Sukhoi Superjet 100 ათი წლის წინ, 2014 წელს იყო გამოშვებული.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
Sukhoi Superjet 100 რუსული სამგზავრო თვითმფრინავია. ავიაკომპანიები „აზიმუტი“ და Red Wings-ი სწორედ ამ საჰაერო ხომალდით ასრულებენ ავიარეისებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
Red Wings-ის ფლოტში ამჟამად 20 Sukhoi SuperJet 100-ია. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეული აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე 20 SuperJet 100-ს ფლობს „აზიმუტი“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Sukhoi SuperJet 100-მა ავიაკატასტროფა განიცადა. 2019 წლის მაისში, ავიაკომპანია „აეროფლოტის“ საკუთრებაში არსებული ეს თვითმფინავი მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ფრენას ასრულებდა, როდესაც აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ იძულებული გახდა, შერემეტევოს აეროპორტში დაბრუნებულიყო. დაშვების დროს მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 41 დაიღუპა.
