„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე. განაჩენი დღეს, 26 ნოემბერს, მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
- 6 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
ორი დღის წინ გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ განმარტა, რომ მოსამართლე შვანგირაძის მიმართ განხორციელებული ქმედება იყო მისი პროტესტი რეჟიმის მიმართ და მინიმალური, რისი გაკეთებაც მაშინ შეძლო.
„უნდა გვახსოვდეს, რა საქმესთან დაკავშირებით ვართ აქ, როცა გამიტაცა 30- მა ადამიანმა, ჩემი ნების წინააღმდეგ აღმოვჩნდი ამ შენობაში, არ ვაპირებდი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო.
როცა დავინახე ბატონი შვანგირაძე, არანაირი წუხილი, დაინტერესება არ ჰქონია, რაზეც ვაპელირებდი, რომ 30-მდე ადამიანმა გამიტაცა, სამარშრუტო ტაქსიში შემჩურთეს. მოსამართლე იმის მოსამართლეა, ადამიანობა მაინც გამოსჭვიოდეს მისგან, რაც მასში ვერ დავინახე.
ბატონ შვანგირაძეს წყალი პროტესტისთვის შევასხი - არა როგორც შვანგირაძეს, არამედ სისტემას, რომელიც ჩართულია უსამართლობაში. აქ კონტექსტიდან არ უნდა ამოვგლიჯოთ შვანგირაძის მიმართ წყლის შესხმის საკითხი. თუ დიდ სურათში დავინახავთ, მე დავინახე შვანგირაძე, როგორც ერთი რგოლი დანაშაულებრივი ჯაჭვისა.
ეს ბატონი განთქმულია უსამართლო გადაწყვეტილებებით. ცივილიზებული სამყარო მას და მის კოლეგებს ასანქცირებს, აღმაშფოთა მისმა უშფოთველობამ, ეს არის, რის გამოც აქ ვარ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ. ყველაზე მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი. ის არც კი დაკითხულა, ჯერ ხომ დაზარალებულია და შემდეგ მოსამართლე. მისი არ დაკითხვაც ნათელი ლუსტრაციაა, გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებულია“, - განაცხადა მელიამ.
ნიკა მელია თითქმის ექვსი თვეა პატიმრობაში იმყოფება. 26 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, მას „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
მელიას ე.წ. წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა. სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე 30 მაისს უნდა ემსჯელა. წინა დღეს, 29 მაისს, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, თითქოს მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მომდევნო დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკა მელია მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა და მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. პროკურატურამ მას სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდება 20 ივნისს წარუდგინა.
პატიმრობაში ყოფნის დროს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ მელიას კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მას 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
