თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ აქციების ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი წულაიას წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წულაიას 17 დეკემბერს, პარლამენტთან, ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა, რაც 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
გიორგი წულაიას საქმეზე პროცესი 29 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა, მაშინ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„8 იანვარს დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელმაც მითხრა, რომ მოსამართლე დავით მაკარიძემ ზეპირად იმსჯელა საქმეზე და გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა საქმის წარმოება ჩემს წინააღმდეგ“, – განაცხადა წულაიამ. მისთვის ამ გადაწყვეტილების დასაბუთება უცნობია.
„იმდენად აბსურდული, არაკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული კანონია, ისე ეწინააღმდეგება ის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ უსამართლო სასამართლოსაც უჭირს ადამიანების რამდენიმე დღით ციხეში გაშვება“, – აღნიშნა გიორგი წულაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა, თუმცა სასამართლოს სამართალდამრღვევად ჯერ არავინ უცვნია. დღეს, 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანი ახმეტელის საქმეზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პროცესის 13 იანვარს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს, პროტესტის შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. შედეგად აიკრძალა ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და სავალდებულო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება, თუ აქცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.
შსს-ს ენიჭება უფლებამოსილება, გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე ალტერნატიული სვლაგეზის შესახებ.
კანონის დარღვევა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისაამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
ამ თემაზე:
სახალხო დამცველი საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს პროტესტის შემზღუდველ კანონებს
