„ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრები გვაქვს. გვეუბნებიან - არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიოთ. ზუსტად იგივე აზრზე არიან და იზიარებენ რასაც ჩვენ ვამბობთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუმ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 3 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 4 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
ზარქუამ გაიმეორა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს, უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საქართველოსგან „ლგბტ პროპაგანდის“ და „სქესის გადაკეთების“ დაშვებას ითხოვენ.
„ოპოზიციას მოგმართავთ, გამოდით და თქვით, თქვენ თანახმა ხართ, მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს? გამოდით და თქვით, თუ ერთი ადგილი გაქვთ. გამოდით და თქვით. ამას გვთხოვენ, რომ ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ თუ ამ კანონს უკან არ გაიწვევთო. [...] გამოდით, გეყოთ ვაჟკაცობა და თქვით, რომ ამას ითხოვთ ჩვენგან, თქვე უსამშობლოებო თქვენა. არ დაგითმობთ“, - განაცხადა ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 31 აგვისტოს ეწურება ვადა 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიისთვის განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. რვა რეკომენდაციას შორის არის:
- საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებს, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა და დაიცვა;
- ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შემზღუდავი იმ კანონმდებლობების გაუქმება, რომლებიც არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა ვიზის შეჩერების მექანიზმი გაააქტიუროს.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის აძლეირებს ანტიდასავლურ პროპაგანდას.
ხელისუფლების ამ ქმედებების გამო, რეალურია ის საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამ მოგვცა: ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თავისუფლად მოგზაურობა, მკურნალობა, სწავლა, მუშაობა და განვითარება ევროპულ სივრცეში“, - ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 26 აგვისტოს გავრცლებულ ერთობლივ განცხადებაში. ისინი „ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე“ სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებენ.
