ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზვნის ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის 25 ნოემბერს, სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. მათ მონაზონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და მიიმალნენ.
26 ნოემბერს პოლიციამ 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, საცხოვრებელ კელიაში უკანონო შეღწევით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია.
