„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2026-2027 სასწავლო წლისთვის, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტის მიღება შეეძლება, ხოლო მაგისტრატურაზე - 60-ის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
შარშან, ილიას უნივერსტეტს მიღება 4000-ზე მეტ ადგილზე და 50-მდე საბაკალავრო პროგრამაზე ჰქონდა გამოცხადებული, მათ შორის იყო საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება (390 ადგილი), სოციოლოგია (130 ადგილი), ფილოსოფია (20 ადგილი), ფსიქოლოგია (350 ადგილი), ხელოვნებათმცოდნეობა (30 ადგილი), არქიტექტურა (50 ადგილი) და სამართალი (350 ადგილი). ახალი სასწავლო წლიდან აბიტურიენტები ამ მიმართულებით ილიაუნიში ჩარიცხვას ვეღარ შეძლებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის N55 დადგენილების დანართის მიხედვით, ბაკალავრიატის საფეხურზე უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა ასეთია:
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – 30 ადგილი
- მათემატიკა – 20 ადგილი
- ფიზიკა – 20 ადგილი
- ბიოლოგია – 20 ადგილი
- ისტორია – 20 ადგილი
- ქართული ფილოლოგია – 20 ადგილი
- ანგლისტიკა – 20 ადგილი
- გამოყენებითი გერმანისტიკა – 10 ადგილი
- საფრანგეთისმცოდნეობა – 20 ადგილი
- თავისუფალი მეცნიერებები – 10 ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია – 20 ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – 15 ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო, ინგლისურენოვანი) – 20 ადგილი
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – 15 ადგილი
- სამოქალაქო ინჟინერია – 20 ადგილი
- ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება – 20 ადგილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის არაკონსტიტუციურია, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.
„ილიაუნთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს. უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, სტუდენტების 90%-ს. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი იმ სახით, როგორითაც მას ვიცნობთ და არსებობს, ვეღარ იარსებებს“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, გიორგი გვალიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 წლის წინ, 2006 წელს დაფუძნდა და ამჟამად დაახლოებით 17 300 აქტიური სტუდენტი ჰყავს.
„ქართულმა ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით გაანაწილა. როგორც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ირწმუნება, კვოტები შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა, თუმცა, რაიმე კვლევა არ გასაჯაროებულა.
