„ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა 2026-2027 სასწავლო წელს რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ მიმართულებაზე მიიღებს სტუდენტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები - პედაგოგიკის გამოკლებით;
- სამართალი;
- ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები
- აგრარული მიმართულება დროებით რჩება და სტუდენტების მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, გივი მიქანაძის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- მედიცინის სპეციალობები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პედაგოგიკის პროგრამები;
- ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აგრარულ სპეციალობები;
- ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა;
- პედაგოგიკის სპეციალობები.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი
- შესაბამისი სპეციალობები.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები
- აგრარული სპეციალობები;
- ტურიზმის მიმართულება;
- პედაგოგიკა.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
მიქანაძემ დაადასტურა, რომ ფაკულტეტების განაწილების შესახებ უმაღლესმა სასწავლებლებმა მისი ბრფინგიდან შეიტყვეს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ მინისტრმა თქვა, 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება, რასაც დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი.
მიქანაძის განმარტებით, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა.
“შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.
შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ.
მაგალითად, გასული 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სტუდენტი ასეთი პერსპექტივისგან თავიდანვე დაიცვას და სპეციალობებზე კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილოს“, - თქვა მიქანაძემ.
შეკითხვას, რატომ არ არის შრომის ბაზრის კვლევა საჯარო, მან უპასუხა, რომ კვლევის შედეგები საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ დაზუსტდა და დარწმუნებულია, რომ „უახლოეს პერიოდში ანგარიშის წარდგენა იქნება“.
