რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, არამედ ეს მხოლოდ მისი დასაწყისია“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მედიის ინფორმაციით, 8 სექტემბერს, ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების კონფერენციის გახსნისას მერცმა თქვა, რომ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები სულ უფრო „ინტენსიური და აგრესიულია“, მათ შორის, ევროკავშირის ინფრასტრუქტურაზე.
კანცლერმა მიუთითა „მოსკოვის პროვოკაციებზე ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებში“, ასევე კიევზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რის შედეგადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაც დაზიანდა. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ მოსკოვმა ძალადობრივად შეარყია „წესებზე დაფუძნებული წესრიგი, ევროპული მშვიდობის არქიტექტურა“.
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია „ფუნდამენტური, ისტორიული გამოწვევების წინაშე დგას“ „ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის კუთხით, რომელმაც რამდენიმე ათწლეული უნდა იარსებოს“.
„ის, რასაც ჩვენ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ვუწოდებთ, მრავალი მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, მათ შორის პოლიტიკური დასავლეთის შიგნით“, - განცხადა მერცმა და „ლიბერალურ დემოკრატიებსა და ავტოკრატიის ღერძს შორის ახალ კონფლიქტზე“ ისაუბრა.
ფედერალურმა კანცლერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვლება.
„აშშ თავისი ინტერესების გადახედვის პროცესშია და ეს ბოლო დღეებში არ დაწყებულა. ამიტომ, ჩვენ, ევროპაში, ასევე უნდა დავაკორექტიროთ ჩვენი ინტერესები, ყალბი ნოსტალგიის გარეშე“, - განაცხადა მერცმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორად დარჩება და ევროპელები კვლავ შეეცდებიან მასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, თუმცა ეს პარტნიორობა უფრო საკითხებსა და ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.
როგორც მედია წერს, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კანცლერი სიტყვით გამოდის საზღვარგარეთ გერმანიის 220-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების წინაშე. ბოლოს ეს 2000 წელს მოხდა.
