რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილს „მარიონეტი პრეზიდენტი“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„საქართველოს მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და გადატრიალებისკენ მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. სტანდარტული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში არის თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, - წერს მედვედევი პლატფორმა X-ზე.
ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ დაიწყებს. პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარალამენტო არჩევნებამდე წარედგინება, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ კი, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხმების 53.92% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გავხდით.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა წინასწარ ანგარიშებში ყურადღება გაამახვილეს გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევებზე.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები. „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.
გამოძიების მოთხოვნას უერთდება ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, „საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ "შედეგები თავისუფალი და სამართლიანია“.
ამ თემაზე:
დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ერთად ამას მივაღწევთ - პრეზიდენტი
