ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოს მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან ქვეყნის სიძლიერის წყაროა, ხოლო 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს წინასაარჩევნო გარემო, რომელიც გამოირჩეოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ.
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანია. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრას ხარვეზები საარჩევნო პროცესში.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (დათვლილია უბნების 99.968%), საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, 37.786%. ეს შედეგი მკვეთრად განსხვავდება „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მაჩვენებლებისგან და ემთხვევა სამთავრობო არხის, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
