კურორტ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი“. გარდაცვლილის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
„ასევე, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი ცალკეული, კიდევ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, ეს ყველაფერი აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა. ამ ეტაპზე, კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს დამატებითი მობილიზაცია, რომ უფრო მეტად გავაფართოოთ იქ ძებნა-შველის არეალი.
დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
3 აგვისტოდან ამ მომენტამდე [8 აგვისტო, 12:00 სთ.], სტიქიის ზონაში 18 ცხედარი იყო ნაპოვნი. დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილის ვინაობა, რომელთა შორის არიან - 18 წლის სამირა ისაევა, 25 წლის დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, 25 წლის მეგი გუტაშვილი, 18 წლის გიგი გუტაშვილი, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე, გიორგი ყარალაშვილი, ნინო კენჭაძე, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.
კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
