„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებას, თითქოს უკრაინის სპეცსამსახურები ყირიმის ხიდზე აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ, ბომბი კი რუსეთში საქართველოს გავლით შეიტანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჟურნალისტისგან გაიგო.
„მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი რეაქცია, რაც მაქვს, არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის - სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება ასეც იყოს ან არ იყოს. თუმცა, ისიც შემიძლია ვთქვა რომ მსგავსი და ანალოგიური შემთხვევა ადრეც იყო. რამდენად დადასტურდება ეს ან არ დადასტურდება, ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ყველა ქვეყანას - ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს, აქვს თავისი ინტერესები“.
„ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურის მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. [...] რუსეთს აქვს ინტერესი დააზიანოს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია განგრძობითად, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მყარად და ა.შ., ებრძვის დღეს და უკრაინის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. რა ინტერესები ექნება? მეგობრული ინტერესები ამასთან მიმართებაში არ ექნება, ხომ? უნდა გამოვიდეს თავისი ინტერესებიდან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ ახლა. ჩვენ როგორ გავშიფროთ, ეს როგორი ჟესტია - დაკავშირება უნდათ თუ არა? დიდი ალბათობით შეიძლება ასეც იყოს, ან შეიძლება არ იყოს. შეიძლება მართლაც ასე იყო და უბრალოდ ასე გამოაგდეს და პირიქით, აწყობდათ იმ რეალობის ასახვა.
შეიძლება მართლაც რაღაც გაიპარა საქართველოდან ან არ გაიპარა.
არავინ არ იცის ეს. ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, 18 აგვისტოს, „ეფესბემ“, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, გაავრცელა ინფორმაცია ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის „აღკვეთის“ შესახებ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ აფეთქების მოწყობას უკრაინის სპეცსამსახურები გეგმავდნენ, ხოლო ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი რუსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთით შევიდა.
„ეფესბე“ აცხადებს, რომ ავტომობილმა Chevrolet Volt-მა, რომელშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ გაიარა და კერძო მძღოლ-გადამზიდავის ავტომზიდით კრასნოდარის მხარეში უნდა ჩაეყვანათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კრასნოდარში იგეგმებოდა ავტომობილის სხვა მძღოლისთვის გადაცემა, „რომელსაც ყირიმის ხიდის გავლით ის ყირიმში უნდა წაეყვანა და უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი გამხდარიყო“. „ეფესბეში“ ასევე აცხადებენ, რომ დაკავებულია ყველა პირი, ვინც რუსეთში ავტომობილის ჩაყვანასთან იყო დაკავშირებული.
