საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივ განცხადებაში გამოხატეს შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
„სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახები რეფორმების ძალისხმევას, განსაკუთრებით იმ ბოლოდროინდელი კანონის გაუქმებით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადეს ლიდერებმა.
განცხადება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე გამოქვეყნდა. ხუთშაბათს და პარასკევს, სამიტზე 50-მდე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება, რომელთა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც არის.
30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ათი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პროგრესს აფასებს. ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მისი მთავრობის ქმედებების გამო, დე ფაქტო შეჩერებულია და არ გაუწევს რეკომენდაციას საქართველოსთან გაწევრიანებიაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის.
