საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა და როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ერთ საათს გაგრძელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.
სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფრანგულმა მხარემაც. ელისეის სასახლის განცხადების მიხედვით, ივანიშვილთან საუბრისას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება.
„მან მოითხოვა ყველა თვითნებურად დაკავებულის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა. კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ან მომავალში იქნება მიღებული“, - ვკითხულობთ ელისეის სასახლის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონმა ასევე გააჟღერა მოწოდება ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგისკენ, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა.
7 დეკემბერს, ემანუერლ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე მიწვეულმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მაკრონთან და ასევე, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „სიღრმისეული დისკუსია“ ჰქონდა, ამხილა „მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
