ლომის ბოკვერი, რომელთან ერთადაც ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მანქანით სეირნობდა, თბილისის ზოოპარკს გადაეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„დღეს დილით მოიყვანა, გადმოგვცა საჩუქრად“, - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ და აღნიშნა, რომ ამ პროცესს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა.
ზოოპარკის ხელმძღვანელის თქმით, ბექაურს არ უთქვამს, საიდან ჰყავდა ლომის ბოკვერი.
„არ უთქვამს, საიდან, როგორ იყო. გარემოს დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ კერძო პირისგან, ვინც არ უნდა იყოს, [ცხოველს], რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ თუ სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის ჩართული“, - აღნიშნა გურიელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
ლაშა ბექაურმა 24 დეკემბერს სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საკუთარი „პორშეს“ მარკის ავტომობილით გადაადგილდება და გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.
უცნობია, როგორ მოხვდა საქართველოში ლომის ბოკვერი. ველური ცხოველის შემოყვანისთვის სპეციალური ნებართვის, სერტიფიკატის არსებობაა საჭირო, რომელსაც ის ქვეყანა გასცემს, საიდანაც ცხოველი გადის. საქართველოს კანონმდებლობით, არალეგალური იმპორტი დანაშაულია და სისხლის სამართლის კოდექსით ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
არაერთი მიმართვის მიუხედავად ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს არც გარემოს დაცვის სამინისტროში და არც შემოსავლების სამსახურში.
