ლიეტუვამ არასასურველ პირთა სიაში „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კიდევ 10 პირი შეიყვანა. მათ 2030 წლამდე ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
დასანქცირებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები ნინო წილოსანი და მარიამ ლაშხი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
ლიეტუვამ გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და პროკურორებიც დაასანქცირა:
- ნინო გალუსტაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. განიხილავს პროევროპული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეს. მან პატიმრობა მიუსაჯა აქციების მონაწილეებს - მათე დევიძესა და გიორგი მინდაძეს, ასევე, პოლიტიკოსებს - გიორგი ვაშაძესა და გივი თარგამაძეს.
- ჯვებე ნაჭყებია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. განიხილავს საბა სხვიტარიძისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანატოლი გიგაურის საქმეებს. პატიმრობა მიუსაჯა აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - ნიკა გვარამიასა.
- ირაკლი შვანგირაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. განიხილავდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმეს. პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ ნიკა მელიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.
- ვიქტორ მეტრეველი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. პატიმრობაში დატოვა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
- მარი მეშველიანი - პროკურორი. თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმეების პროკურორი. ფიგურირებს ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებში.
- ნათია თათიაშვილი - პროკურორი. თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმეების პროკურორი. ფიგურირებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებში.
ამ ეტაპზე, ლიეტუვას სავიზო შეზღუდვები საქართველოს სულ 112 მოქალაქისთვის აქვს დაწესებული.

საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.