ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის კაბინეტს 1-ელ ნოემბერს, გამთენიისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ესროლეს. სროლის შედეგად მერის სამუშაო ოთახში ცეცხლი გაჩნდა. მერიის შენობა ლენტეხის პოლიციის სამმართველოს მოპირდაპირე მხარესაა. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია ონიანი ტენდერებში მონაწილე ერთ-ერთ ჯგუფს დაუპირისპირდა, რომელსაც კრიმინალები მფარველობენ.
„ქართული ოცნების“ წევრი გია ონიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2009-2012 წლებში ის პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა, 2012-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაქტიკურ განყოფილებაში, ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ უფროსად. 2014-2017 წლებში გია ონიანი შპს „ნიკორა ტრეიდის“ მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2017-2021 წლებში BMS GROUP-ში მუშაობდა.
