ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია „ლელო“ მოსახლეობას ჰპირდება, რომ პენსიას ეტაპობრივად 1000 ლარამდე გაზრდის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
„ლელოს“ გათვლებით, პენსიების 200 ლარით ზრდა ბიუჯეტიდან შესაძლებელია 2024 წელსვე, თუ შემდეგი ღონისძიებები გატარდება: ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამებიდან გამოთავისუფლდება 1 მილიარდი ლარი; დასაქმების პროგრამებიდან და შტატგარეშე თანამშრომლების 80%-იანი შემცირების შედეგად გამოთავისუფლდება 500 მილიონი ლარი; სათამაშო ბიზნესის დაბეგვრიდან ბიუჯეტი დამატებით 400 მილიონს მიიღებს. თუმცა, 2 მილიარდამდე თანხა პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად საკმარისი არ არის და დაახლოებით 10 მილიარდი ლარი სჭირდება.
პარტიის გენერალური მდივანის ირაკლი კუპრაძის თქმით, დანარჩენი თანხის მობილიზება შესაძლებელი გახდება მხსვილი პროექტების განხორციელებით, რომლებიც დღეს გაჩერებულია.
„ეს არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და მისი ამუშავება. ეს არის ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და თანმდევი ინვესტიციების მოზიდვა. გარდაუვალი და მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხელისუფლება და 2024 წლიდან განხორციელდეს ის დიდი პროექტები, რომლებზეც პასუხისმგებლობას იღებს „ლელო“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წელს 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 315 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია 380 ლარი იქნება. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. ამავე კატეგორიის პენსიონერები მაღალმთიან დასახლებებში 490 ლარს მიიღებენ.
