რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ახლა დროული იქნებოდა „3+3“ პლატფორმის ფორმატში შეხვედრების გაახლება, ერთი მხრივ, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ, სამ მთავარ რეგიონულ ძალას - ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ორი წლის წინ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მინისტრების დონეზე. ასევე იყო შეხვედრები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ახლა ჩვენ გვჯერა, რომ დროა განახლდეს [ეს ფორმატი]. ჩვენი ირანელი მეზობლები მხარს უჭერენ ამ პროცესებს, თურქეთი და აზერბაიჯანი, როგორც უკვე ვთქვი, ამ პლატფორმის ინიციატორები იყვნენ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეს ფორმატი უახლოეს მომავალში განახლდება“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრისას.
„3+3“ ფორმატი 2020 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მის ფარგლებში სამი შეხვედრა გაიმართა: 2021 წელს მოსკოვში, 2023 წელს თეირანში, ხოლო 2024 წელს - სტამბოლში. რუსეთის ხელისუფლება შემდეგი შეხვედრების ბაქოსა და ერევანში ჩატარებას უჭერს მხარს.
ქართული მხარე რუსეთთან ერთობლივ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს მანამ, ვიდრე რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ამის მიუხედავად, სერგეი ლავროვს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოსთვის მაგიდასთან ადგილი „ყოველთვის ხელმისაწვდომია“.
ამ თემაზე:
„დაველოდოთ პროცესებს“ - ვოლსკი „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვაზე
