საქართველოს შეუძლია დაიკავოს თავისი ადგილი „სამი პლუს სამი“ ფორმატში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიის 2024 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას, რომელსაც პრეზიდენტმა ერდოღანმაც დაუჭირა მხარი, „სამს პლუს სამი“ მექანიზმის შექმნის შესახებ - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანისა და მათი სამი მეზობლის მონაწილეობით: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი.
პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ ეს ადგილი მაგიდასთან, სადაც რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი რჩება“, - თქვა ლავროვმა.
„სამს პლუს სამი“ ფორმატში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით გაიმართა. მას შემდეგ შეხვედრები შედგა სტამბოლსა და თეირანში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან ერთობლივ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
