ბრიუსელში, ევროკავშირის იუსტიციის საბჭოსა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სრულად შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ტურისტული ვიზების გაცემა. მისი განცხადებით, რუსეთი ევროპის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
ევროკომისიის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე 565 069 შენგენის ვიზა გაიცა, რაც 25%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამავდროულად, ამ ვიზების 90% ტურისტული მიზნებისთვის იყო გაცემული.
რიჰარდს კოზლოვსკისმა თავის კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შეახენა, რომ ლატვიამ 2022 წლის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, შეაჩერა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა. მსგავსი ზომები მიიღეს ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა.
„დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდულ ომში ვართ. ლატვიაში ეს გავლენას ახდენს უსაფრთხოების ორგანოების ყოველდღიურ მუშაობაზე, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით.
ჩვენ ვაწყდებით როგორც საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევებს, ასევე საბოტაჟის აქტებს, როგორიცაა ოკუპაციის მუზეუმისთვის ცეცხლის წაკიდება, საზღვრის გადაკვეთა დრონებით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების პროპაგანდისტული მცდელობები და ა.შ. ამიტომ მოვუწოდებ ყველა წევრ სახელმწიფოს, სერიოზულად მოეკიდონ ამ საფრთხეს. ჩვენი მორალური მოვალეობაა, უარი ვთქვათ ასეთ მომსახურებაზე“, - განაცხადა ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მთლიანობაში, 2024 წელს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულმა ვიზებმა შენგენის ზონაში გაცემული ვიზების 5.7% შეადგინა.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და წევრ ქვეყნებს შენგენის ვიზების გაცემის საკითხში გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს თემა შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს მომავალ სხდომაზეც განიხილონ.
