ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. ამის შესახებ მან დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრიდან, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ნიშნავს ეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ეს იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც გაიცა პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის. პოლიტიკურად ეს შესაძლებელია, რადგან ეს პოლიტიკური კონცეფციაა. ამიტომ ის [სტატუსი] შეიძლება შეჩერდეს“.
ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც საგარეო პოლიტიკას ეხება, 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს აღნიშნა, რომ თითქმის ყველა დისკუსია და ევროკავშირის ყველა საჭირო გადაწყვეტილება იბლოკება მხოლოდ ერთი ქვეყნის - უნგრეთის მიერ. როგორც ლიეტუველმა დიპლომატმა თქვა, უნგრეთმა საქართველოს შესახებ განცხადებაც დაბლოკა.
დღესვე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“. კრიტიკული განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა გადაწყვეტილებებს ელის ევროკავშირისგან, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა და პერსონალური სანქციებიც ახსენა.
