„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას და, მოდის დიზაინერი ნინო ზარქუა, რომელიც შპს „ლაგი კაპიტალის“ დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელია, ტენდერებიდან 9 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის დაკავებას ეხმაურება. 2023 წლის სექტემბრამდე კომპანიის 50%-იან წილს ნინო ზარქუას მეუღლე, ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია „ლაგი კაპიტალი“ არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ. ზუსტად არც მახსოვს…
შემდგომ ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს, არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით, საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები! გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისათვის, რაც ჩაიდინეს“, - წერს ნინო ზარქუა სოციალურ ქსელში.
როგორც ის ამბობს, ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ და მათ მისი ოჯახისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ. „სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით, რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში“, - წერს ზარქუა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, „ლაგი კაპიტალის“ დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი და მისი ძმა, ალექსანდრე ბერძენიშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა 2023 წელს, შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში. ტენდერი 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – 3 სკოლა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
შპს „ლაგი კაპიტალი“ 2015 წელს არის დაფუძნებული. 2022 წლამდე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და 50%-იანი წილის მფლობელი ნინო ზარქუა იყო. 2022 წელს მან საკუთარი წილი მეუღლეს, ალექსანდრე ამისულაშვილს დაუთმო. ამისულაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან „ლაგი კაპიტალის“ 50%-იან წილს საკუთარი კომპანიის შპს „ჯე5-ის“ მეშვეობით ფლობდა. 2023 წლის სექტემბერში მან ეს წილი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ია რამიშვილს. ამჟამად შპს „ლაგი კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ივანე გახელაძეა. ბესიკ ბერძენიშვილი კომპანიის დირექტორია 2025 წლის მარტიდან.
