ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი პირი - 49 წლის მამაკაცი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ავტოავარია დღეს, 26 თებერვალს, დილით მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გარდაცვლილები არიან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები - მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლ. ა. და კაპრალი ლ. მ.
„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული სატვირთოს მძღოლი ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ.
ამ თემაზე:
