2025 წელს საქართველოში 5969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 469 ადამიანი დაიღუპა, 8191 კი - დაშავდა. დაღუპულთაგან 27 ბავშვი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 6633 ავტოავარია მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით მოხდა, 956 - მოტოციკლეტის, ხოლო 413 - სატვირთოს.
გასულ წელს ქვეითზე შეჯახების 1931 შემთხვევაა რეგისტრირებული. შედეგად 1716 ადამიანი დაშავდა, 164 კი დაიღუპა.
ყველაზე მეტი, 2614 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა, რასაც 94 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპპლა, 3313 კი დაშავდა. მეორე ადგილზეა აჭარა - 693 ავტოავარია, ხოლო მესამეზე - იმერეთის რეგიონი - 643.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზებია: მოხვევის მანევრი, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა, დისტანციის დაუცველობა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 2684 ადამიანი ემსხვერპლა.
ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რის საფუძველზეც მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ პირებს, ვისაც ის 2025 წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის ჩამოართვეს. ასეთი მძღოლების რაოდენობა 35 000 აღემატება. მათგან 18 310 მართვის მოწმობა ალკოჰოლური თრობის საფუძვლით ჰქონდა ჩამორთმეული.
