პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ავიარეისების უზრუნველყოფა დაავალა. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრების მატჩებს მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. რიგ შემთხვევაში ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის.
რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის საფერხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეროვნული ნაკრები გახსნით მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან ჩაატარებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში - პორტუგალიას.
საქართველო „ევრო 2024“-ზე 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით გავიდა. ამ ისტორიული გამარჯვებიდან ერთ კვირაში მმართველმა პარტიამ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“, პროტესტის თავიდან ასაცილებლად, კანონის მიღებას სწორედ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ეცდება.
