თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შევარდნილი ნიღბიანები კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კიბეზე ჩამავალ ხაბაზს ათზე მეტი მოძალადე დაესხა თავს. ძირს დაგდებული ხაბაზი სასტიკად ცემეს, მათ შორის თავის არეში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„ლიფტიდან გამოვედი, კიბეზე რომ ჩავდიოდი უცებ ამოვარდნენ, 50-მდე ადამიანი იყო გინებით და დაიწყეს ცემა, რაღაც ჩამარტყეს თავში, დავეცი და მირტყამდნენ წიხლებს. აშკარად მიცნეს. დავალებით იყვნენ მოსული, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული. ორჯერ მცემეს და ორჯერვე ძალიან მძიმედ დაამთავრა იმ ხელისუფლებამ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.
როგორც ის ამბობს, თავდასმხის დროს ტელეფონი დაკარგა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში თავდასხმა დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოფისში მყოფ კიდევ სულ მცირე ორ ადამიანს.
მანამდე, იმავე ტერიტორიაზე ნიღბიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცრაზმელები იყვნენ, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს.
