საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ეხმაურება და „ქართული ოცნების“ მცდელობას, მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი „პირდაპირ პროვოკაციად“ აფასებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
„რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის მეორე დღე თბილისში. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, არის პირდაპირი პროვოკაცია - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ითხოვენ, მმართველმა პარტიამ უკან გაიწვიოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი.
პარლამენტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზებული ჰყავს დიდი რაოდენობით პოლიციელები, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. მათ შორის არის პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუჭირა მხარი, დღეს კი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გაიტანა, თუმცა სხდომა კენჭისყრის გარეშე დასრულდა. მმართველი პარტიის წევრებმა საკანონმდებლო ორგანო დღესაც სპეცრაზმისა და პოლიციის დახმარებით დატოვეს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
