რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე წინასაარჩევნოდ „კოალიციას ცვლილებისთვის“ შეუერთდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„გადავწყვიტე, რომ ვიყო ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა, ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად კოალიცია 4-თან ერთად“, - განაცხადა სამნიძემ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხათუნა სამნიძის გარდა, კოალიციას შეუერთდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტებიც. ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგის, ოქტაი ქაზუმოვის თქმით, მის გუნდში, რომელსაც „აქტივისტები მომავლისთვის“ ჰქვია, შედიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტები. „მათ უკვე დაამტკიცეს ყოველდღიური შრომით, ჯაფით, რომ არიან ერთგულნი, კეთილისმსურველნი ჩვენი სამშობლოსი და ასე გააგრძელებენ“, - აღნიშნა ქაზუმოვმა.
26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კოალიციებს ქმნიან:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავდაპირველად პარტიებმა - „ახალმა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ შექმნეს.
- „ძლიერ საქართველოში“ გაერთაინდნენ „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ და ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“.
- „ერთიანობა“ დააფუძნეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ამ კოალიციაში პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია გაწევრიანდნენ.
