დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ამის მიზეზი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგების დატბორვა და მიწის ჩამოშლა გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუ როდის აღდგება მოძრაობა, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელეს და გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (ზოგან ძლიერი) და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში - სეტყვა. 30 ივნისს და 1-ელ ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე პროგნოზირებულია 4-ბალიანი შტორმი. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა პატარა მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
