საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - წერს ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პარიზში, ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართა.
30 ნოემბერს, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები დაარღვია. არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება შეაფასა „დროებითი მოვლენად“, რომელსაც „ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა“. კობახიძე იმედოვნებს, რომ 20 იანვრიდან, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება „უფრო მეტად სამართლიანი იქნება“.
