უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი მებრძოლებისთვის, რომლებიც „ახმატის“ რიგებში რუსეთის მხარეს იბრძვიან, ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა შეიძინა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
კადიროვის თქმით, ჩეჩნური ქვედანაყოფების მატერიალური-ტექნიკური აღჭურვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც სამხედრო ტექნიკას მუდმივად ყიდულობენ.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენ შევიძინეთ ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათ შორის 128 ჯავშანმანქანა. ამრიგად, ჩვენ აღმოვფხვრათ „ახმატის“ ჩეჩნური ქვედანაყოფების სატრანსპორტო მომარაგების პრობლემა, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა მათ მაღალ ეფექტურობაზე“, - აცხადებს კადიროვი.
ჩეჩნეთის მეთაურმა სოციალურ მედიაში ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც რამდენიმე ათეული სამხედრო ტექნიკა ჩანს. კადიროვი ამბობს, რომ ამ ახალ პარტიაში, რომლის ხარისხიც სამშაბათს პირადად შეამოწმა, 100 ერთეული პიკაპი, ჯავშანტრანსპორტიორი, ჯავშანმანქანა და სატვირთო შედის.
„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ბელგოროდი, ნებისმიერი სუსტი ადგილი. ჩვენ გვყავს სპეციალური პოლკები, რომლებმაც შესანიშნავად იციან ქალაქის პირობებში ბრძოლა, ასევე, გვყავს შესანიშნავი ბატალიონები, რომლებმაც იციან ტყიან მასივებში ბრძოლა. ჩვენს მებრძოლებს ჩრდილოეთ პოლუსამდეც შეუძლიათ ჩასვლა, თუ იქ მოწინააღმდეგეა. საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იდეის, ჩვენი დიდებული, ბრძენი, შორსმჭვრეტელი პრეზიდენტის გარშემო“, - განაცხადა კადიროვმა.
რამზან კადიროვს არ დაუკონკრეტებია, რა სახსრებით იქნა შეძენილი აღნიშნული ტექნიკა.
