26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, მთავრობა საჯარო სკოლების მასწავლებლებს ხელფასებს უზრდის. პირველი ივლისიდან შრომის ანაზღაურების ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის მიხედვით 37 000 მასწავლებელს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით გაეზრდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, დღეს სისტემაში 52 000-ზე მეტი მასწავლებელია და მათგან საშუალოდ:
- 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს;
- 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს;
- 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს;
- 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს.
მასწავლებელთა დაახლოებით 25%-ს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე გაეზრდება. მინიმუმ 200-ლარიანი მატება შეეხება მასწავლებელთა დაახლოებით 5%-ს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ანაზღაურების „მნიშვნელოვანი ზრდა“, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე და განათლების ხარისხზე.
„რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 57 586 მასწავლებელი იყო.
