ისრაელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა მიიღო. მისი თქმით, გაეროს გენმდივანმა ისრაელზე ირანის თავდასხმა ცალსახად არ დაგმო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
„დღეს ისრაელში პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და ავუკრძალე მას ქვეყანაში შესვლა. ყველას, ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსხურებს.
ეს არის გენერალური მდივანი, რომელსაც ჯერ არც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მკვლელების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა და სექსუალური სისასტიკე დაუგმია და არც გაძღოლია რაიმე ძალისხმევას მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის.
გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მოძალადეებს და მკვლელებს „ჰამასიდან“, „ჰეზბოლადან“, „ჰუსიტებიდან“ და ახლა ირანიდან, გლობალური ტერორის წყაროდან - გაეროს ისტორიაში ლაქად დარჩება.
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას ანტონიო გუტერეშთან ერთად თუ მის გარეშე“, - ნათქვამია ისრაელ კაცის მიერ სოციალ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია არის პასუხი ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს, „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას და ლიბანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის, აბას ნილფრუშანის მკვლელობაზე.
ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმის დროს ირანმა 181 რაკეტა გაუშვა, თუმცა მათი დიდი ნაწილი „წარუმატებელი იყო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებით, ირანმა „დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის“.
გაეროს გენერალური მდივანი ირანის თავდასხმას 1-ელ ოქტომბერსვე გამოეხმაურა და X-ზე დაწერა, რომ გმობს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაფართოებას მისი შემდგომი ესკალაციით. „ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ აბსოლუტურად გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
