პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. მანამდე ის ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ისლამისტური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისმაილ ჰანიე მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჰანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გაავრცელა და განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მისი ერთ-ერთი მცველიც არის მოკლული.
ისმაილ ჰანიე „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და დაჯგუფების პოლიტიკურ ოპერაციებს, მათ შორის, მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციისთვის იყო ჩასული. აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.

მაისში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა „ჰამასის“ სამი ლიდერის, მათ შორის, ჰანიეს დაპატიმრების ორდერის გამოცემა მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმასა და ისრაელის ასობით მოქალაქის მკვლელობაზე.
