რუმინეთისა და ესპანეთის მსგავსად, იტალიამაც უარყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 16 დეკემბრის სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიამ საბჭოზე მტკიცედ დაგმო საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობა და მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომლებიც „დაიბლოკა სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან კონსენსუსის არ არსებობის გამო“.
„ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს წინადადებაზე, შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ შეთანხმება, რაც მიღებული იქნა.
დაბოლოს, იტალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოთქვა იმედი, რომ თბილისის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რამაც, საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად შეაჩერა მისი ევროპული გზა, შეიძლება გადაიხედოს“, - ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ევროკომისია ამ წინადადებას წელსვე წარადგენს.
საბჭომ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც განიხილა, თუმცა, როგორც კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ სლოვაკ ოფიციალურ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის დასანქცირებას.
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა 17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს - მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა საბჭოზე „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის“ დაფიქსირებისთვის. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი ხუთი ქვეყნის თაობაზე, თუმცა ფიქრობს, რომ „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა“.
