პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში ჩავიდა და ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ონის მერიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, ის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად სტიქიის ზონაში, კურორტ შოვისკენ გაემგზავრა.
შოვში სტიქიის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის კოტეჯები, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. ვერტმფრენების მისვლის დროსთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „ყველაფერს და მათ შორის, ვერტმფრენსაც, გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე“. ღამის განმავლობაში ვერტმფრენების მუშაობა შეჩერებული იყო.