იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი დაინიშნა. გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ზვიად შალამბერიძე „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატად წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ლევან ზალკალიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე ამბროლაურის რაიონული პროკურორი იყო. შემდეგ იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას.
ზალკალიანი ცაგერის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის 19 აპრილის შუალედურ არჩევნებში წარადგინა. არჩევნებში მას კონკურენტი არ ჰყავდა.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ დარჩა მერის გარეშე. ზალკალიანამდე „ქართული ოცნებიდან“ ცაგერის არჩეული მერი გიორგი ნემსაძე იყო, რომელიც თანამდებობიდან 2022 წლის ნოემბერში გადადგა.
საქართველოში პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ერთი თვის წინ, თანამდებობიდან გადადგა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
