ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და მუშაობას თბილისში გააგრძელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის.
არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
მისივე თქმით, „ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას“ და ეცდება, ქვეყანას სხვა ფორმით ემსახუროს.
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერად 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წელს ეწურებოდა. მერად არჩევამდე ხახალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო.
იოსებ ხახალეიშვილის გადადგომის შემდეგ ქუთაისის მერის უფლებამოსილებას პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს, მომავალ წელს კი მორიგი არჩევნები ჩატარდება.
