„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარემ და სამმა წევრმა დატოვეს

ირაკლი რუხაძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა, დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძემ დატოვეს. ამ დროისთვის, საბჭოში მხოლოდ მარიამ (მაკა) ლომიძე რჩება, რომელიც არხის დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ირაკლი რუხაძემ, გიორგი ბახტაძემ,  გიორგი კალანდარიშვილმა და დავით შონიამ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ 25 თევერვალს მიმართეს. ისინი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით ითხოვდნენ. რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2003 წლიდან იყო.

24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (POSTV), როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ“ ორგანიზაციებს, ფინანსური სანქციები დაუწესა.

ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ბრიტანეთში რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია „ჰანიველ პარტნერსს-დან“ ტელეკომპანია „იმედი“ და მის ჰოლდინგში შემავალი სხვა მედიასაშუალებები თებერვლის დასაწყისში გაასხვისეს. შპს „პრაიმ მედია გლობალმა“, ჰოლდინგის 100%-იანი წილი, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ახალმა მფლობელმა 50% საკუთრებაში გადასცა მარიამ ლომიძეს (10%) და მის ოთხ მოადგილეს - ვასილ კალანდარიშვილს (10%), ირაკლი ჩიხლაძეს (10%), ნათია სონღულაშვილსა (10%) და მაია ჩიგოშვილს (10%).

 

ამ თემაზე:

კობახიძე: „იმედში“ და „პოსტივიში“ არცერთ ჟურნალისტს არ გაუუარესდება მდგომარეობა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.