ამერიკელმა ბიზნესმენმა, Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს ელექტრომობილი Cybertruck აჩუქა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
კადიროვმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ მასკისგან ელექტრომობილი მიიღო, რომელსაც უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლებს გადასცემს „შესაბამის პირობებში“ გამოსაყენებლად.
„დარწმუნებული ვარ, ეს „მხეცი“ ბევრ სარგელებლს მოუტანს ჩვენს მებრძოლებს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ილონ მასკს. ის, რა თქმა უნდა, ჩვენი დროის უძლიერესი გენიოსი და სპეციალისტია, დიდი ადამიანია. ილონ, მადლობა! ჩამოდი გროზნოში, მიგიღებ როგორც ყველაზე ძვირფას სტუმარს. არამგონია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორში ასეთი ვიზიტის წინააღმდეგები იყვნენ. და, რა თქმა უნდა, ველოდებით ახალ გამოგონებებს, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას შეუწყობენ ხელს“, - დაწერა კადიროვმა Telegram-ზე.
ილონ მასკის თქმით, რამზან კადიროვისთვის ელექტროავტომობილი არ უჩუქებია. ჩეჩნეთის მეთაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა: „სერიოზულად ისეთი ჩამორჩენილები ხართ, რომ გგონიათ, რუს გენერალს Cybertruck-ი ვაჩუქე? კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენს იტყუება ტრადიციული მედია“.
