დღეს, 24 თებერვალს, როდესაც ესტონეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტების მისაცემად იყო დაბარებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ელჩს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდამჭერი განცხადების გამო, შიდა საქმეებში ჩარევას ედავებიან.
22 თებერვალს, ესტონეთის საელჩომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძისა და ელჩის ფოტო, წარწერით - „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე,თუ რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზურაბაშვილმა „ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია დაწარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას“.
„ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ესტონეთის საელჩოს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების რეფორმა წამოიწყო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით გაანაწილა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამების 90%-ს უუქმებენ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე მხოლოდ 360 სტუდენტის მიღების უფლებას აძლევენ.
ამ თემაზე:
