სამოქალაქო აქტივისტსა და ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელს ცოტნე ჯაფარიძეს, რომელიც გუდაურში რუს ტურისტებთან შელაპარაკებისას დააკავეს, პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„გონდოლასთან ვიდექი 12 და 21 წლის შვილებთან ერთად, როდესაც ერთ-ერთი იქ მყოფი რუსულად გამომელაპარაკა. ვუთხარი, რომ ინგლისურად ესაუბრა. მკითხა, რატომო. იმიტომ რომ „Fuck Russia“-მეთქი, ვუპასუხე. ამას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სამნი იყვნენ. ათზე მეტი პოლიციელი მოვიდა და იმის ნაცვლად, რომ ისინი გაეყვანათ, ყველა მე დამერია. ერთ-ერთმა დამცინავად მითხრა - პროვოკატორი ხარო. ძირს დამაგდეს და ბორკილები დამადეს. ეს ხდებოდა ჩემი შვილების თვალწინ. თხილამურების ბათინკებით გადმომიყვანეს მცხეთაში“, - უთხრა ჯაფარიძემ „საქართველოს ამბებს“.
მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ცოტნე ჯაფარიძის საქმე დღესვე უნდა განეხილა, თუმცა ჯაფარიძის ადვოკატის მოთხოვნით, სხდომა 15 თებერვლამდე გადაიდო.
სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯაფარიძეს 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 459 541 მოქალაქემ გადმოკვეთა. 2021 წელთან შედარებით, ზრდა 401%-ია. ქვეყანაში 120 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ომში 300 000 ადამიანის გასაწვევად. ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგები იდგა.
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე რუსეთის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აქედან, 13 262 საცხოვრებელი ბინაა, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება.
