საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრიდან 63-ე კილომეტრის ჩათვლით, ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე.
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ხახმატი-შატილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კორშიდან ხახმატამდე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის ჩხაკაურა-ბახმაროს და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
