გორელმა ბიზნესმენმა და ყოფილმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებისთვის „სტალინის ფენომენის გაცნობაა“. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „მოზაიკამ“ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„სტალინის ფონდი 2024“ საჯარო რეესტრმა წლის დასაწყისში დაარეგისტრირა. მისი დირექტორი თავად გიორგი კანდელაკია, ხოლო დამფუძნებლებს შორის ზურაბ მარღიშვილი და ბორის მდინარიძეც არიან.
სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია: სტალინის ისტორიის შესწავლა, სტალინის ფენომენის გაცნობა საზოგადოებისთვის და ფინანსური სახსრების მიძიება კულტურული ღონისძიებების მოწყობისთვის. საჯარო რეესტრში თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტში ერთ-ერთ მიზნად, „კულტურული ღონისძიებების მოწყობის“ ნაცვლად, მითითებული იყო „სტალინის დებატების გამართვა ტელევიზიებსა და პრესაში“.
გიორგი კანდელაკი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ვერ ვკითხეთ, რა ღონისძიებები განახორციელა „სტალინის ფონდმა“ გასული თვეების განმავლობაში.
2021 წელს გიორგი კანდელაკმა სამაუწყებლო კომპანია, შპს „სეზონი ტვ“ დააფუძნა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე თავადაა. „მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშის მიხედვით, „სეზონი ტვ“-ს გამოკვეთილად კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ანტიდასავლური გზანილებით გამოირჩევა. არხის ერთ-ერთი სახე და გადაცემა „დღის შეჯამების“ წამყვანი პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძეა.
გარდა ამისა, გიორგი კანდელაკი ქალაქ გორში ფლობს რესტორანს, რომელსაც საბჭოთა დიქტატორის პატივსაცემად „ჟოზეფი“ დაარქვა.
