გორელი სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ ნიღბიანმა პირებმა უბნიდან გაიტაცეს, სცემეს და გაძარცვეს. ის მომხდარს საკუთარ აქტივიზმს უკავშირებს. ვახო ფიცხელაური და მისი მეუღლე, თეონა ბზიშვილი თბილისსა და გორში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ცოლ-ქმრის მონაყოლის მიხედვით, ვახო ფიცხელაური გვიან საღამოს, იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მაღაზიაში წასასვლელად მანქანის დაძვრას აპირებდა.
„უნდა გავსულიყავი, მანქანის უკან ფურგონი იყო გაჩერებული, „ფორდი“... რომ უნდა გადავსულიყავი და მეთქვა გამატარეთ-მეთქი, ვითომ ვერ მიდიოდნენ და მთხოვეს მივწოლოდი. მანქანასთან ახლოს რომ მივედი, ჩამსვეს უკან და გამიტაცეს. ნიღბები ეკეთათ.
გამიტაცეს, სადღაც ერთ კილომეტრში, ზემოთ მინდორია, ბარაკების იქით. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი, არ ეგონათ, რომ გამოვექცეოდი. ვყვიროდი, შეეშინდათ და გაიქცნენ. პირველივე ბარაკს, რომელსაც მივადექი, იქ ვითხოვე, რომ წამოვეყვანე და მანქანით წამომიყვანეს.
ვიცით ვინც ხარო და უნდა მოგკლათო. გამძარცვეს, ყველაფერი წამართმევს თუ რამე მქონდა, გასაღები, საფულე, მობილური...
რაც დღეს ქვეყანაში ხდება პირდაპირ მაგას ვუკავშირებ. იმიტომ, რომ გამიზნულად დამხვდნენ ჩემს უბანში, მაღაზიაში გავდიოდი. ვიცით, ვინ ხარ და რასაც აკეთებო“, - განაცხადა ვახო ფიცხეულაურმა.
როგორც ის ამბობს, ნიღბიანებმა ფურგონშივე სცემეს: „სახეზე ხელებს ვიფარებდი. აბსოლუტურად ყველგან მირტყეს, სულ სისხლიანი მაქვს ყველაფერი“.
მომხდარის შემდეგ თეონა ბზიშვილმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა, აცხადებს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
