გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რურუამ გაავრცელა. მისი თქმით, სუს-ი გამოძიებას სახლმწიფო გადატრიალების მუხლით აწარმოებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
გიორგი რურუა სუს-ში მის დაბარებას „მორგ სისულელეს“ უწოდებს.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია ორი მუხლით - სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი. მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ჰქვია და გვარი - „ი“ ასოზე იწყება. ცირკია მა რა არი, როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან“, - წერს რურუა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გიორგი რურუა, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილის მფლობელია, 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ იარაღი ჩაუდეს, დაკავებას კი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებდა, ამბობდა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყო. 2021 წელის აპრილში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა.
