პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის კერძო მიზნებისთვის გამოყენების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
„სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვის გამოიყენა საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი, ამავე სიუჟეტში განმარტავს, რომ მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავის მომსახურების შეკვეთა „ჯორჯიან ეარვეისმა“ 2023 წლის 19 აგვისტოს მიიღო, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან.
ამავე საკითხზე 9 სექტემბერს განმარტება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ და აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ.“
აღნიშნულს წინ უსწრებდა 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის, განცხადება, რომლის მიხედვითაც „მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.“ იქვე, გიორგობიანმა საზოგადოებას მოუწოდა დალოდებოდნენ პრემიერ მინისტრის შემდეგი (2023 წლის) დეკლარაციის გამოქვეყნებას.
ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:
- ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიური ხელფასის და 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, რა არის პრემიერის ფინანსური წყარო.
- საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების ეჭვებს.
კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის მცველები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, არასამთავრობოები ითხოვენ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
