აფხაზეთიდან დევნილი 44 წლის ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც ხუთი დღის წინ, დევნილთა სააგენტოსთან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
„ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინოდაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ზამირ კვეკვესკირმა თვითმკვლელობა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესასვლელთან სცადა. მისმა დამ, ლალი კვეკვესკირმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის წლების განმავლობაში ბინით დაკმაყოფილებას ელოდა.
„არგუმენტი იყო, რომ იდგა რიგში, მოვიდოდა დრო და დააკმაყოფილებდნენ. საცოლო ბიჭი და გოგო ჰყავს, 20 კვადრატში ცოლ-ქმარი და ორი შვილი ცხოვრობდნენ. გაბრაზდა და მიაკითხა სააგენტოს“, - ლალი კვეკვესკირის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობიდან ერთ საათში ზამირ კვეკვესკირის ოჯახის წევრს სააგენტოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი „საბუთები ხელში ეჭირათ და დაეკონტაქტებოდნენ“.
ზამირ კვეკვესკირს სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლისთვის საქართველოში 95 308 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. მათგან 54 862 გრძელვადიანად იყო განსახლებული, ხოლო 51 845 ოჯახი გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩებოდა. იმავე ანგარიშის მიხედვით, 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ცხოვრობდა.
