საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 12 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
უწყების განცხადების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული, უკრაინიდან საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევენებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღე შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი, საიდანაც ისევ ციხეში დააბრუნეს. 2022 წლის 12 მაისს, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს. ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდნენ.
ამ თემაზე:
საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილს სასჯელები შეუკრიბეს და 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს
